
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით. ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს თავის მოვლისა და კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც.
მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.
ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად საქართველოშია და გადაცემას „რა ბაზარია“ ესტუმრა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:
„ტ@@კი უფრო გამეზარდა, ვიდრე მუცელი. ერთი ჭამა და ცხვირი და ტრაკი მეზრდება.
ვარ კარგად, ორსულად, გული მერევა, ცუდ ხასიათზე ვარ ხშირად, ყველაფერზე მეტირება.
მე არ ვაპირებ მესამეს, ვიქნები დედამთილი, რაც უკვე არ მომწონს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა გოგო. გენეტიკური ანალიზი მაქვს გაკეთებული და ნამდვილად ბიჭია.
ბენს ვუთხარი, თუ გოგო უნდა, შეუძლია ახალი ცოლი მოიყვანოს და გააჩინოს“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - ირაკლი მაქაცარია მეუღლის ახალ კადრებს გვიზიარებს
🎥 „მამიკოს შოშიები“ - გიგა ცხელიშვილი პატარა ტყუპების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
⭕„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ, ეგ დილა არასდროს დამავიწყდება“ - რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას ცოლი