Digest Logo

ტაძარში ფრესკის ხატვისას კაცი ხარაჩოდან გადავარდა და დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა ხონში

1749308937
პოლიცია ვ

ხონის მუნიციპალიტეტში კაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

„ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ტაძარში გარდაიცვალა.    

შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.