Digest Logo

„ტაფა ჩარტყმული ბაქარით დასრულდა სერიალი და ამითვე დაიწყება ახალი სეზონი“ - ქეთი დევდარიანი

1685293987
 ქეთი დევდარიანი

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“  ბრუნდება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

როგორც სცენარისტ ქეთი დევდარიანი ამბობს, სერიალის მე-19 სეზონი დაახლოებით 2-3 კვირაში საინტერესო სერიებით დაბრუნდება ეთერში და ზუსტად იქიდან დაიწყება, საიდანც დასრულდა სეზონი.  

„ძალიან ბევრი სიახლე იქნება. ბოლო კადრში ტაფა ჩარტყმული ბაქარით დასრულდა სერიალი და ამითვე დაიწყება. მოვყვებით ყველაფერს, რა ხდებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.