„დღეს, საქართველომ ცნობილი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი ბოლო გზაზე გააცილა. უამრავ ხელოვანსა და დამსახურებულ ადამიანებს შორის ვიდექით ჩვენც, უბრალო ხალხი, მგლოვიარე განწყობითა და მის მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმისადმი მადლობით აღსავსე გულით“, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.
როგორ მეგრელიშვილი წერს, ქართველ ხალხს არ ესწავლება პატივისცემა და დაფასება, თუმცა დამსახურებულ პატივსა და ფულით ნაყიდ „დამსახურებას“ შორის პარალელის გავლება შეუძლებელია.
„ქართველ ხალხს არ ესწავლება მართლა პატივსაცემი ადამიანების პატივისცემა და დაფასება. დღეს, საქართველომ ცნობილი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი ბოლო გზაზე გააცილა. უამრავ ხელოვანსა და დამსახურებულ ადამიანებს შორის, ვიდექით ჩვენც, უბრალო ხალხი, მგლოვიარე განწყობითა და მის მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმისადმი მადლობით აღსავსე გულით. რა სიმბოლურია დღევანდელი დღე... ახლა ვუყურებთ მიხეილ სააკაშვილის ნაყიდ, არაწრფელ, შეკვეთილ „ხალმხმრავლობას“ რუსთაველზე. არა ... მართლა დამსახურებულ პატივსა და ფულით ნაყიდ „დამსახურებას“ შორის პარალელის გავლება შეუძლებელია, მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია, დიდია და ამ დიდს ხალხის წრფელი სიყვარული ჰქვია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.