„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსული კანონის საწინააღმდეგო და „ალტ–ინფოს“ საპროტესტო აქციებზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.
როგორც პოლიტიკოსი მიიჩნევს, „თავისუფლებისა და მონობის გატოლება „ბოროტებაა“
„რა გამოდის ამ განცხადებით, რომ ის მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის არიან მზად, ეს რწმენა აქვთ და ამიტომ გამოვიდნენ ქუჩაში და პუტინისტი, შავრაზმელები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მტრის ინტერესებს გამოხატავენ, თან ძალადობენ მოქალაქეებზე ერთი და იგივე არიან საპატრიარქოსთვის?!
“ბოროტებისა და სიკეთის, თავისუფლებისა და მონობის გატოლება” ბოროტებაა“,- აცხადებს ბოკერია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „თურმე რამდენს ნდომებია ჩემი სიკვდილი“- რა წერს გიორგი კეკელიძე
🔵 „სიმონიანმა იმდენი ქნა საკუთარ სამშობლოში აუკრძალეს შესვლა - მაინც არაფრად უღირს საქართველო და ბარემ თინა კანდელაკი...“ - რა ინიციატივით გამოდის დათო ლიკლიკაძე
🔵 რუსთავში ქალმა ქუჩაში ნაპოვნი პლასტიკური ბარათით პროდუქტები შეიძინა
წყარო: ტაბულა