Digest Logo

„თავს ვიკლავთ სიტყვის თავისუფლებაზე და თუ ვინმე ჩვენს აზრს არ ეთანხმება, იმას ვკლავთ... ევროპა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის, საქართველოს მომავალი საქართველოშია“ - ხატია სიჭინავა

1712844727
ხატია სიჭინავა

„თავს ვიკლავთ სიტყვის თავისუფლებაზე და თუ ვინმე ჩვენს აზრს არ ეთანხმება, იმას ვკლავთ. ევროპა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის საქართველოს მომავალი საქართველოშია“,- ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს „ფეისბუკზე“ ჟურნალისტი და ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა.

მისი თქმით, 2023 წელს ვიღაცამ გატესტა სიტყვა „რუსეთუმე“ რომელმაც გაჭრა და ახლა რამის დისკრიმინაცია თუ გვინდა, სულერთია რისი - საზოგადოება რომ ავიყოლიოთ, ამ ჯადოსნურ სიტყვას ვახსენებთ.

„საოცარი ხალხი ვართ ქართველები

თავს ვიკლავთ სიტყვის თავისუფლებაზე და თუ ვინმე ჩვენს აზრს არ ეთანხმება, იმას ვკლავთ - რას ჰქვია თავისუფალ ნებას მიზღუდავო?!

აქციებს ვაანონსებთ და საკუთარი არჩევანის გამო, შეგვიძლია დაუღალავად ვათრიოთ სხვა.

გამოდის, რომ თავისუფალი სიტყვის კი არა, ყველა საკუთარი სიტყვის და სურვილისთვის იბრძვის  
ახალი სლოგანებიც უცებ ხდება ტრენდული (მოდური).

რაც დავიბადე რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპირებული და შევიწროებული ვართ ყოველმხრივ, 9 წლის ვიყავი პატარა გოგო ბიჭები რუსთაველზე მთელი სისასტიკით, რომ ჩაგვიხოცა და წლებია მოაქვს და მოაქვს ღობე გაუმაძღარი მეზობელივით, ლამის თბილისში ჩაგვიდგას და 2023 წელს ვიღაცამ გატესტა სიტყვა „რუსეთუმე“ და „რუსული” , გაჭრა და ახლა რამის დისკრიმინაცია თუ გვინდა, სულერთია რისი თუ გვინდა რომ საზოგადოება ავიყოლიოთ, ამ ჯადოსნურ სიტყვას ვახსენებთ და ვერკვევი ამ თემაში თუ არ ვერკვევი, ვიცი!

ზუსტად ვიცი, რომ ცუდია.

რაც შეეხება გამჭვირვალობას.

ყველაზე კორუფციული ქვეყანა, როგორ გახდა გამჭვირვალობის ავტორი მე პირადად ვერ გავიგე.

ვერც ის გავიგე, თუ არაფერი მაქვს დასამალი რატო უნდა ვიკივლო?!

ვერც ის გავიგე, თუ ვინმეს რამე აქვს დასამალი, მე რა შუაში ვარ?!  

თუ ვინმემ იცით ახსნა, რატომ არის ეს კანონი სასტიკად მიუღებელი, მითხარით არ დამიმალოთ.

და ჰო … ევროპა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის საქართველოს მომავალი საქართველოშია.  

მინდა ისე აყვავდეს ჩემი ქვეყანა, რომ შვილებს კი არ ვუშვებდეთ ევროპაში სასწავლებლად, აქეთ ვღებულობდეთ სტუდენტებს.

ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ ადამიანებისგან, რომლებიც ჯანსაღად აზროვნებენ“,- წერს სიჭინავა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გონზე არ ხართ იმ კანონში რა წერია, თქვენ რომ რუსულს ეძახით - დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები“ - ნინო კვაჭანტირაძე

⭕„ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა! შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!“ - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕აშშ-ში 28 წლის ბიჭს ეძებენ