Digest Logo

„თავზარდაცემულები ვართ ყველა...“ - კახა კალაძის პირველი კომენტარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ამბავზე

1665658313
კახა კალაძე

ვაკის პარკში შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 13 წლის გოგონაა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა - კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული ამბავი ყველასთვის თავზარდამცემია და ყველა კანონის შესაბამისი ძალით დაისჯება.

„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულნი ვართ ყველა. გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში. ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“. ცხადია ნორმები შემოწმებული იყო პროექტი დიდი ხანია  დასრულებული იყო.

უმძიმესი თემა არის. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და, რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „არავის ეპატიება ბავშვზე გამოქნეული სკამი. უმკაცრესად დაგსჯი, სწორედ ჩემი შვილის გამო“ - მარიტა მელიქიშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

🎥 „საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა“ - რა შეემთხვა გიორგი გასვიანს

🔵13 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი