„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით მიდიან ლისის ტბისკენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა დაიწყოს.
აქციის მონაწილეები ვაჟა ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, ორგანიზატორებს „პრაიდ ფესტივალის“ გამართვის საშუალებას არ მისცემენ.
მთელ პერიმეტრზე პოლიციელები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარების უზრუნველსაყოფად ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ.