Digest Logo

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დაიკეტა - რას ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში

1670568701
მეტრო - საბურთალოს ხაზი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

„კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“- „ვარკეთილი“) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რაღაც ასე მგონია, რომ მიშას გააგორებენ...“ - რას წერს ნინო ლაბარტყავა

🔵„ცრუ მეცნიერება, ასტროლოგია, მიიჩნევა მეცნიერებად საქართველოს მოსახლეობის 90%-ში“ - გიორგი ფხაკაძე

🔵🎥 „დედობაზე ოცნებობდა, გაჟონვა დაემართა! ექიმი გვატყუებდა ძინავსო, არადა კომაში იყო!“ - გარდაცვლილი 33 წლის ქალის ოჯახის ახლობელი