Digest Logo

თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1648448021
დენი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების, ხევისპირის, მწვანე, ჯაბიძის, შულენბურგის, სარაჯიშვილის, ულიანოვის და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზნის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის, გრუზინსკის და მოლოკოვის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მიქატაძის, კიკნაძის, ოლგა კონსკაიას, ურიდიას, ხიმშიაშვილის, ალილუევის, მანჯგალაძის და სურგულაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, პოლიციის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, ლორთქიფანის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი3 IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის X კვარტალის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, დავარის, რამაზის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ტაშკენტის და ფანჯიკიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მირიან მეფის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საირმის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების I მიკრორაიონის, ხელოვანთა, მშველიძის და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი

🔵„დღეს მქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სწორი, თუ ზედმეტია, ყველას რომ გვიდევს უკრაინის დროშები“ - ნუკი კოშკელიშვილი

🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი