Digest Logo

თბილისში 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან, 16 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

1794685730
წყალი  წყალი

15 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში - მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან, 16 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

რუსთაველის გამზირს. გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I, II ჩიხის და შესახვევს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„პირადი ცხოვრების შეცვლა, ფინანსური ვალდებულებების გადახედვა და კარიერული არჩევანი“ - როგორი იქნება 2027 წელი ქალწულისთვის

🎥 რამდენად უსაფრთხოა საქართველოში პოპულარული მარგარინები? – ირაკლი არაბული კვლევის შედეგებზე საუბრობს

⭕ქარი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

✕