Digest Logo

თბილისში, 18 სექტემბერს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1789654482
ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერი

ხვალ, 18 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დარასელიას ქუჩა N8ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 სექტემბერს, ღამის 23:00 საათიდან 19 სექტემბრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: გაგარინის N1-29 (კენტ ნომრებს), ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას, სოკრატ არშბას, აკაკი გახოკიძისა და შარტავას ქუჩებს; პეკინის გამზირის N43, კანდელაკის N1,2, 3 და ისაკაძის ქუჩის N1,2,3,4 და 6.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „როცა სიხარულიც გძაბავთ“ — რატომ იწვევს დიდი ბედნიერება ორგანიზმის სტრესს: ლევან შელეგიას განმარტება

⭕ „კვანტურ ველს არ ესმის თქვენი სიტყვები“ — ფორმულა, რომელიც რეალობას ცვლის: რას წერს ეზოტერიკოსი

🎥 ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში დაბრუნდა: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში პოზირებს