როგორ მოქმედებს კვანტური ველი ადამიანის ცნობიერებაზე და რატომ აღწევს ზოგიერთი ადამიანი დასახულ მიზნებს, ზოგი კი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე პრობლემებში ტრიალებს?
ეზოტერიკოსებისა და ნეირობიოლოგების ცნობით, სამყარო პასუხობს არა ჩვენს სიტყვებსა თუ მარტივ სურვილებს, არამედ ჩვენს შინაგან „ელექტრომაგნიტურ ხელწერას“ — აზრისა (ელექტრული მუხტი) და ემოციის (მაგნიტური მუხტი) ერთობლიობას.
ცნობილი მკვლევრის, ჯო დისპენზას თეორიაზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ მომავლის სასურველი სცენარი მატერიალიზდეს, ადამიანმა უნდა შეწყვიტოს წარსულის ნეგატიური მოგონებებით ცხოვრება და გულისა და ტვინის კოჰერენტულ მდგომარეობას ახლანდელ მომენტში მიაღწიოს.
ამ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი და ნუმეროლოგი კახა კვარაცხელია აქვეყნებს:
„კვანტურ ველს არ ესმის ჩვენი სიტყვები, ის პასუხობს ჩვენი დაკვირვების სიხშირეს. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს — იმისთვის რომ შეცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენ უნდა შეცვალოთ ის რასაც ვაკვირდებით. არა აზრების დონეზე, არამედ მთელი არსების დონეზე.
როგორ გავაკეთოთ ეს?
დრო არა წრფივია. შემდეგი რაც ჩვენ უნდა გავიგოთ არის ის, რომ დრო არ არის ის, რაც ბევრს ჰგონია.ჩვენ შევეჩვიეთ ცხოვრებას წრფივ დროში. წარსული, აწმყო ,მომავალი — ერთმანეთის მიყოლებით, როგორც კადრები ფილმში. მაგრამ კვანტური ფიზიკა გვიჩვენებს — ეს ილუზიაა. კვანტურ ველში დრო არ არსებობს.უფრო ზუსტად, მთელი დრო ერთდროულად არსებობს.
წარსული, აწმყო და მომავალი — ეს არ არის ცალკეული წერტილები,ეს არის სხვადასხვა მდგომარეობები, რომლებიც არსებობს ველში ყველა სწორედ ახლა.
აინშტაინი ამას „ბლოკურ სამყაროს“ უწოდებდა. ყველაფერი უკვე არსებობს. ჩვენი წარსული არსებობს, ჩვენი მომავალი არსებობს. ყველაფერი ერთდროულად არსებობს შესაძლებლობების ერთიან ველში.
რას ნიშნავს ეს? როდესაც დილით იღვიძებთ და პირველ რიგში იხსენებთ თქვენს პრობლემებს, ვალებს, წარსულის წარუმატებლობებს, თქვენ უერთდებით ამ დროის ხაზს. თქვენ გადააქვთ წარსული აწმყოში და შემდეგ აპროეცირებთ მას მომავალში. თქვენ ქმნით ერთსა და იმავე მომავალს ისევ და ისევ.
რატომ? იმიტომ რომ თქვენი ტვინი ვერ განასხვავებს რეალურ მოგონებებსა და წარმოსახვას. როდესაც თქვენ იხსენებთ წარსულს, თქვენი ტვინი ააქტიურებს იმავე ნეირონულ ქსელებს, რომლებიც მაშინ იყო აქტიური. თქვენი სხეული გამოიმუშავებს იმავე ქიმიას და თქვენ ფაქტობრივად ხდებით თქვენი წარსული.
ახლა კი წარმოვიდგინოთ სხვა რამ. რა მოხდება თუ წარსულში ცხოვრების ნაცვლად, მომავალით ცხოვრებას დავიწყებთ? რა მოხდება თუ ყოველ დილით მოგონებებს კი არ შეუერთდებით, არამედ პოტენციალს?
ჩვენი მომავალი უკვე არსებობს კვანტურ ველში. ჩვენი ის ვერსია,რომელიც წარმატებულია, ჯანმრთელია, ბედნიერია — ის უკვე იქ არის, როგორც სუპერპოზიციის ელექტრონთაგან ერთ-ერთი.
ჩვენი ამოცანაა დავიწყოთ სასურველ ვერსიაზე დაკვირვება, დაიწყოთ მისით ცხოვრება. არა ხვალ, არა მაშინ როდესაც რაღაც შეიცვლება. არამედ ახლა.
როდესაც თქვენ სცდები წრფივი დროის საზღვრებს, თქვენ იღებთ წვდომას ყველა შესაძლებლობაზე. თქვენ წყვეტთ წარსულის მსხვერპლად ყოფნას. თქვენ ხდებით მომავლის შემოქმედი და ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის.
ნეირო-ბიოლოგმა ჯო დისპენზამ ჩაატარა ტვინის ათასობით სკანირება იმ ადამიანებზე, რომლებიც მომავლის მედიტაციას პრაქტიკულად ახორციელებდნენ. შედეგი? მათი ტვინი იწყებდა მუშაობას ისე, თითქოს სასურველი მოვლენა უკვე მომხდარიყო. მათი სხეული წარმატების, ჯანმრთელობის, სიხარულის ქიმიას გამოიმუშავებდა მანამ, სანამ ეს ფიზიკურ რეალობაში გამოვლინდებოდა. შემდეგ კი რეალობა ამ ახალ მდგომარეობას ერგებოდა.
იმისთვის რომ შევქმნათ ახალი მომავალი, უნდა შევწყვიტოთ საათის მიხედვით ცხოვრება. უნდა შევიდეთ მარადიულ „ახლაში“, სადაც ყველაფერი შესაძლებელია და იქიდან ავირჩიოთ ის დროის ხაზი, რომლის მატერიალიზებაც გსურს.
ეს რთულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაზე ბუნებრივი რამაა სამყაროში. რადგან სულის სიღრმეში თქვენ ყოველთვის იცოდით. თქვენ უფრო მეტი ხართ ვიდრე თქვენი სხეული. უფრო მეტი ვიდრე თქვენი ისტორია. უფრო მეტი ვიდრე თქვენი წარსული. თქვენ ხართ კვანტური არსება, რომელსაც აქვს წვდომა შესაძლებლობების უსასრულო ველთან და დადგა დრო რომ ეს გამოვიყენოთ.
როგორ ვუკავშირდებით კონკრეტულად კვანტურ ველს? პასუხი — აზრისა და ემოციის მეშვეობით. მაგრამ არა ისე როგორც ბევრი ფიქრობს. აზრი — ეს ელექტრული მუხტია. როდესაც თქვენ ფიქრობთ თქვენს ტვინში ჩნდება ელექტრული იმპულსი. ნეირონები კი გამოსტყორცნიან. იქმნება ტალღა. ეს ტალღა თქვენს თავში არ რჩება. ის ველში ვრცელდება.
აზრი — ეს სიგნალია.ეს არის თქვენი მოთხოვნა სამყაროსადმი.ეს არის იმ ნივთის კოორდინატები რაც თქვენ გსურთ.მაგრამ მხოლოდ მარტო აზრი საკმარისი არ არის.
ემოცია — ეს მაგნიტური მუხტია. ეს არის ენერგია რომელიც მოვლენებს უკან, თქვენკენ იზიდავს. თუ აზრი არის კითხვა, მაშინ ემოცია არის პასუხი. თუ აზრი ამბობს „რას“,ემოცია ამბობს „რატომ“.
სწორედ აქ უშვებს ადამიანების უმეტესობა შეცდომას. ზოგიერთი ფიქრობს, მაგალითად „მე მინდა მილიონი დოლარი“. ეს არის აზრი, ელექტრული სიგნალი.
მაგრამ რას გრძნობთ როდესაც ამაზე ფიქრობთ? თუ განიცდით ნაკლებობას, შფოთვას, შიშს რომ ეს არ მოხდება, ან იმედგაცრუებას იმის გამო რომ ახლა ეს არ გაქვთ.
რას კითხულობს კვანტური ველი? არა აზრს — არამედ ემოციას.
თუ თქვენ აგზავნით ველში სიგნალს „მე ფული არ მყოფნის“ და ველი პასუხობს „კარგი, აი კიდევ მეტი სიტუაცია,რომლებშიც ფული არ გყოფნის“.ეს არ არის სასჯელი.ეს არ არის ბოროტი სამყარო.ეს უბრალოდ ფიზიკაა.ველი ნეიტრალურია.ის არ განსჯის.ის თქვენს სიხშირესთან რეზონირებს.
თუ თქვენ ფიქრობთ სიუხვეზე, მაგრამ გრძნობთ ნაკლებობას, ველი კითხულობს ნაკლებობას.
თუ თქვენ ვიზუალიზაციას უკეთებთ ჯანმრთელობას, მაგრამ გრძნობთ დაავადების შიშს, ველი კითხულობს შიშს.
თუ თქვენ წარმოიდგენთ სიყვარულს, მაგრამ გრძნობთ მარტოობას, ველი კითხულობს მარტოობას. სწორედ ამიტომ არ მუშაობს მარტო აფირმაციები. სწორედ ამიტომ არის გრძნობის გარეშე ვიზუალიზაცია დროის ფუჭი ხარჯვა.
კვანტურ ველს არ ესმის სიტყვები. ის ისმენს ვიბრაციას.ეს ვიბრაცია იქმნება მაშინ, როდესაც აზრი და ემოცია ერთმანეთს ემთხვევა, როდესაც ელექტრობა და მაგნეტიზმი ერთიანდება,როდესაც თქვენ ფიქრობთ მიზანზე და ამავე დროს გრძნობთ, რომ ის უკვე თქვენია.
ფორმულა კი ასეთია, სუფთა აზრი + ამაღლებული ემოცია = კვანტური მოვლენა. ეს მაგია არ არის,ეს ელექტრომაგნეტიზმია.
თქვენი გული ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს,რომელიც ტვინის ველზე 5000-ჯერ ძლიერია. როდესაც გული და ტვინი კოჰერენტულ მდგომარეობაში არიან, უნისონში მუშაობენ, თქვენ ქმნით უძლიერეს სიგნალს და ველი პასუხობს.
მაგრამ არსებობს პრობლემა. პრობლემა ის არის რომ ადამიანების უმეტესობა ქაოსში ცხოვრობს. მათი აზრები ერთ რამეს ამბობს, გრძნობები — მეორეს, სხეული — მესამეს. არ არსებობს კოჰერენტულობა. არ არსებობს ერთიანი სიგნალი და ამიტომ არ არსებობს სასურველი შედეგი.
იმისთვის რომ კვანტურმა ველმა მოგისმინოთ,საჭიროა სიცხადე. საჭიროა სიგნალის სისუფთავე. საჭიროა რომ თქვენი სხეულის თითოეული უჯრედი ერთსა და იმავე სიხშირეს გადასცემდეს.
თითოეულ ადამიანს აქვს ელექტრომაგნიტური ხელწერა. ეს არის უნიკალური სიხშირე, რომელსაც თქვენ თქვენი ცხოვრების ყოველ წამს ასხივებთ ველში. ეს ხელწერა შედგება თქვენი დომინანტური აზრებისა და გრძნობებისგან. თუ დღის უმეტეს ნაწილში პრობლემებზე ფიქრობთ და შფოთვას გრძნობთ, თქვენი ხელწერა პრობლემების სიხშირესთან რეზონირებს და ველს თქვენთვის მეტი პრობლემა მოაქვს.
თუ თქვენ შესაძლებლობებზე ფიქრობთ და მადლიერებას გრძნობთ, თქვენი ხელწერა სიუხვის სიხშირესთან რეზონირებს და ველს თქვენთვის მეტი სიუხვე მოაქვს.
ეს რადიო სადგურს ჰგავს. თუ თქვენ იქნებით 101 FM-ზე მომართული, 89 FM-ს ვერ მოისმენთ. შეუძლებელია. ასევეა ცხოვრებაშიც.
თუ თქვენ გადასცემთ ნაკლებობის სიხშირეს და ვერ მიიღებთ სიუხვეს. თუ თქვენ გადასცემთ შიშის სიხშირეს და ვერ მიიღებთ სიყვარულს. ველი გაძლევთ იმას რაც თქვენს ხელწერას შეესაბამება.
გულის მათემატიკის ინსტიტუტმა მრავალი კვლევა ჩაატარა.მათ გაზომეს რომ როდესაც ადამიანი განიცდის ამაღლებულ ემოციებს — მადლიერებას, სიყვარულს, სიხარულს — მისი გულის ელექტრომაგნიტური ველი რამდენჯერმე ფართოვდება, ის ხდება უფრო მოწესრიგებული,უფრო კოჰერენტული და ამ მდგომარეობაში ხდება რაღაც გასაოცარი — ტვინი და გული იწყებენ სინქრონულად მუშაობას, მათი ტალღები სწორდება. იქმნება ერთიანი ძლიერი სიგნალი. ამას ეწოდება ფსიქო-ფიზიოლოგიური კოჰერენტულობა.
ამ მდგომარეობაში თქვენ ხდებით სასურველი მოვლენების მაგნიტი. მაგრამ აი პრობლემა — ადამიანების უმეტესობამ არ იცის რა ხელწერას გადასცემს. ისინი ავტოპილოტზე ცხოვრობენ, რეაგირებენ მათ გარშემო არსებულ სამყაროზე და ყოველი რეაქცია აძლიერებს მეორე ხელწერას.
ვიღაცამ გზაზე მანქანით გაგასწროთ — თქვენ გაბრაზდით. ბანკმა ანგარიში გამოგიგზავნათ — თქვენ შეშფოთდით. კოლეგამ რაღაც უსიამოვნო გითხრათ — თქვენ გეწყინათ.ყოველი რეაქცია — ეს სიგნალია ველში.
ველი კითხულობს — მას მეტი ბრაზი, შფოთვა, წყენა სურს, რადგან ველმა არ იცის რომ თქვენ ეს არ გსურთ. ის უბრალოდ გაძლევთ მეტს იმისას, რასაც თქვენ ასხივებთ. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ამჟამინდელი ხელწერის გაცნობიერება.
ჰკითხეთ საკუთარ თავს პირდაპირ ახლა. რომელ ემოციას განვიცდი ყველაზე ხშირად დღის განმავლობაში? რაზე ვფიქრობ დროის უმეტეს ნაწილში? რა ისტორიებს ვუყვები საკუთარ თავს ჩემი ცხოვრების შესახებ? ამ კითხვებზე პასუხები გაჩვენებთ თქვენს ხელწერას. თუ არ მოგწონთ ის რასაც თქვენს ცხოვრებაში ხედავთ, ეს ნიშნავს რომ დროა ხელწერა შეცვალოთ.
რატომ არის ასე რთული ხელწერის შეცვლა? რატომ ბრუნდებიან ძველ პატერნებში მაშინაც კი, როდესაც იცის რა უნდა გააკეთოს? პასუხი — ჩვენი სხეული.სხეულის ქიმია როგორც ჩვევა.
ჩვენი სხეული — ეს ქვეცნობიერი გონებაა. ყოველი ემოცია რომელსაც განვიცდით, სხეულში ქიმიურ რეაქციას ქმნის. ბრაზი — ეს ადრენალინი და კორტიზოლია. შიში — ეს ნორადრენალინია. სიხარული — ეს სეროტონინი და დოფამინია.
როდესაც ერთსა და იმავე ემოციას ისევ და ისევ განვიცდით,ჩვენი სხეული ეჩვევა ამ ქიმიას. ჩვენი სხეულის უჯრედები ფაქტობრივად დამოკიდებული ხდება გარკვეულ ნეირო მედიატორებზე.
დილით იღვიძებთ. თქვენი სხეული ელოდება ქიმიის ჩვეულ დოზას. მას სურს სტრესი, შფოთვა, გაღიზიანება, რადგან ეს მისთვის ნაცნობია და თუ თქვენ სხეულს ამ დოზას არ აძლევთ, ის იწყებს მოთხოვნას. ის სიგნალებს უგზავნის ტვინს „რაღაც ცუდზე იფიქრე,გაიხსენე პრობლემები“. ყოველ დღე ერთი და იგივე სცენარებზე ატრიალებს.
მაგრამ არის კარგი ამბავიც და ეს არის ის რომ ხელწერის შეცვლაც შესაძლებელია.
საკითხი კი ის არის რომ,გვინდა თუ არა შეცვლა“, - წერს კახა კვარაცხელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში დაბრუნდა: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში პოზირებს
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
⭕„ჩვენი ერთი წელი...“ - სანდრო ჩიჩუა და ანასტასია რუსია ერთად ყოფნის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავენ