ხანძარი იყო თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე. ცეცხლი მეორადი ავტონაწილების საწყობში გაჩნდა.
არსებული ცნობით, დაშავდა საწყობის მეპატრონე, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების სამსახური განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.