
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ამ დროისთვის, ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.