Digest Logo

თბილისში, ფეიქრებზე ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა

1649234662
პოლიციის ლენტი

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე 26 წლის კაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. 

ფაქტი „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვნა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.