
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მიიღო თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილმაც და იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც„დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე) და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას, ან გასაღებას.