დღეს, 5 აგვისტოს, თბილისში, ლოტკინზე, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ამავე ცნობით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათ მსუბუქი დამწვრობები აღენიშნებოდათ, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.