თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ცნობით, ახალგაზრდების ძებნა ოჯახის წევრმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოვიდნენ. ახალგაზრდების ცხედრები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.