Digest Logo

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე თამაზ ელიზბარაშვილის შვილი დააკავეს

1699969751
დაკავება

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

არსებული ცნობით, დაკავებულია ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი გურამ ელიზბარაშვილი.

„გამოუთქვამს საყვედური აქ რატომ გამოგყავს და ასეირნებ ძაღლსო, ჩემს შვილს უთქვამს, რას ჰქვია, ძაღლია და სკვერში უნდა გამოვიყვანო, აბა, სად წავიყვანო, სახლში ხომ არ მოისაქმებსო და შესაბამისი ცელოფნით იღებს მოსაქმებულს და აგდებს სანაგვე ურნაში. გურამს  პასუხი გაუცია. ამას დაუწყია ჩხუბი და გინება მოაშორე ეს ძაღლიო და მოუქნევია ფეხი ძაღლისთვის. ბუნებრივია, ფეხი რომ მოუქნია ჩემმა შვილმა დაიცვა თავისი ოჯახის ოთხფეხა წევრი. ფეხში არის ჩემი შვილი დაჭრილი. ბუნებრივია ორმხრივი სროლა იყო, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. კამერები ამოიღეს, იმ უცხოელს იარაღი ჰქონდა, მანქანაში ედო, მანქანით იყო მისული“, - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.) და 236-ე(ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.) მუხლებით დაიწყო.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ - ტრაგიკული ისტორიის უცნობი პერსონაჟის დათო მიქაბერიძის ისტორია

🔵„საოცარ ფორმაში ხარ “ - ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი ფოტოები

🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ