Digest Logo

თელავში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

1761206693
სოკოთი მოწამვლა

თელავის მუნიციპალიტეტში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს“.

როგორც მედია წერს, პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სტაბილურად მძიმეა გარდაცვლილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მკურნალობის კურსს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

ბოლო ათი დღის განმავლობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სოკოთი მოწამვლის ვარაუდით დაახლოებით 20 მოქალაქე მოათავსეს.

მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით საშიშია საკვებად უცნობი სახეობის სოკოს გამოყენება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მოერიდე შურისძიებას, კამათისა და ემოციური აფეთქებების ენერგიას...“ - რეკომენდაციები 23 ოქტომბრისთვის თაკო მელიქიშვილისგან

🎥 „მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 148 042 აშშ დოლარს“ - დაკავებულია 2 პირი

⭕ კუს ტბის საბაგირო გზა 23 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიხურება