Digest Logo

🎥 „ტელეფონზე პასუხი ვერ გავეცი, შოკში ვიყავი, ძალიან ბედნიერი“ - საბა გოგლიჩიძე ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ეპიზოდზე

1752435086
საბა გოგლიჩიძე

ქართველი ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე, რომლითაც ცოტა ხნის წინ „ნოტინგემ ფორესტსა“ და „სანდერლენდის“ შემდეგ სერია A-ში დაბრუნებული „სასუოლო“ დაინტერესდა, გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

მან ის მომენტიც გაიხსენა, როდესაც პირველად გაიგო, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს:

„ეროვნულში რომ გამომიძახეს უცნაური პერიოდი იყო იმ მხრივ, რომ პირველი თამაში იტალიაში ვითამაშე, წამოვედი და სტამბოლის აეროპორტში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ეროვნულში ვიყავი გამოძახებული.

ეს მართლა დიდი ოცნებაა ფეხბურთელისთვის, მთავარი და უმნიშვნელოვანესი. სხვა ემოციები იყო, ტელეფონზე პასუხი ვერ გავეცი, შოკში ვიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

საქართველოში თამაშის დღეს ყველა ერთიანდება. მგონია, გულშემატკივარიც იმ ემოციებს განიცდის, რასაც ჩვენ. უდიდესი სიამაყე და პასუხისმგებლობაა ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება“, - ამბობს საბა გოგლიჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი უფროსი ძმა შეიყვანეს და ავტეხე ერთი ამბავი, ისე გამოვიდა, ტრენერმა თქვა, ეს უფრო კარგად თამაშობსო“ - საბა გოგლიჩიძე ბავშვობას იხსენებს

„ეს ორი გული“ - ნახეთ როგორ თამაშობენ ანნა სულაბერიძე და გიორგი მაქაცარია

„ულამაზესი გოგო“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს