ნანი ჩიქვინიძე 5 წლის ასაკში გადაიღეს ფილმში „მაგდანას ლურჯა”, ორი წლის შემდეგ ფილმში “სხვისი შვილები” და პატარა ასაკში უკვე ცნობად სახედ იქცა.
რუსთაველის თეატრში სტუდენტობის პერიოდში მოხვდა, სამი მთავარი როლი ჰქონდა, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრში ამჯობინა კარიერის გაგრძელება, სადაც დღემდე თამაშობს.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე მისი ცხოვრების დიდი სიყვარული იყო, მათი თანაცხოვრება თითქმის ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა.
ნანი ჩიქვინიძე სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა:
„მე არ ვიტყვი ტყუილს. თითქმის ყველა გოგო შეყვარებული იყო თემურიზე და კეთილგანწყობაც იყო. მათ შორის ვიყავი მეც. თემური დაახლოებით ორი თვე მირეკავდა ხოლმე და მიყვებოდა რა მეცვა, სად ვიყავი. შოკში ჩავვარდი როცა გავიგე ეს იდუმალი კაცი თემური იყო. მიხეილ თუმანიშვილს გრძნობებს უმალავდა და გაბრაზებულიც კი იყო. ბუნებრივია არც ერთ პედაგოგს არ მოსწონს. ჩემმა ოჯახმა ძალიან რთულად მიიღო და დედასაც გაუჭირდა შეგუება. როცა დავოჯახდით უკვე კარგი ურთიერთობა დამყარდა. მამა ვერ მოესწრო დედამ კი მზრუნველობა დაიწყო. ხუთი წელი გაგრძელდა შეყვარებულობა“,- აღნიშნა ნანი ჩიქვინაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე განსხვავებული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს