ნანი ჩიქვინიძე 5 წლის ასაკში გადაიღეს ფილმში „მაგდანას ლურჯა”, ორი წლის შემდეგ ფილმში “სხვისი შვილები” და პატარა ასაკში უკვე ცნობად სახედ იქცა.
რუსთაველის თეატრში სტუდენტობის პერიოდში მოხვდა, სამი მთავარი როლი ჰქონდა, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრში ამჯობინა კარიერის გაგრძელება, სადაც დღემდე თამაშობს.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე მისი ცხოვრების დიდი სიყვარული იყო, მათი თანაცხოვრება თითქმის ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა.
ნანი ჩიქვინიძე სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა:
„ერთადერთი უსიამოვნო პერიოდი მქონდა ის, რომ არ მინდოდა მოსულიყო თემური მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მე ვიცოდი მექნებოდა დიდი დისკომფორტი სხვა მსახიობებისგან. როცა შენი ქმარი არის ხელმძღვანელი ყველას ჰგონია, რომ პრივილეგირებული ხარ და შეგიძლია ყურში რაღაც ჩაუჩურჩულო. მე ვიყავი ძალიან თავისუფალი იმისგან, რომ რაც მქონდა ჩემით იყო. არ იყო თემური იმის კაცი, რომ ცოლის ჭკუაზე გაეარა“, - აღნიშნა ნანი ჩიქვინაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე განსხვავებული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს