თავის, წელის, კბილის, სახსრების, მენსტრუალური ტკივილებს - ადამიანები უმეტესად, თვითნებურად მკურნალობენ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით, რომლებიც სახლში თითქმის ყველას მოგვეპოვება. ე.წ. ანალგეტიკები ისევე როგორც მთელს მსოფლიოში საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტებია.
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მსოფლიოში, დაახლოებით, 30 000 000 ადამიანი ტკივილგამაყუჩებლებს ყოველდღიურად იღებს.
ბევრმა არ იცის, რომ ტკივილგამაყუჩებლების, იგივე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების სისტემატურმა და ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ადამიანები, რომლებიც გამაყუჩებელ აბებზე დამოკიდებულები არიან, ხშირად უჩივიან კუჭის ტკივილს, რაც შესაძლოა გამწვავდეს კუჭის წყლულით.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ატარებს ნუცა ბუზალაძე ზაფხულის ცხელ დღეებს - მომღერალი პიკანტურ ფოტოებს გვიზიარებს
⭕„შეხვედრა სენ-ტროპეზე“ - გიორგი შერმადინი ზაზა ფაჩულიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
🎥 „დაჩი პირველობს დილიდან...“ - დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე შვილების ახალ კადრებს აქვეყნებს