Digest Logo

„თოფურიასა და ჰოლოუეის ბრძოლას ერთი სამწუხარო მომენტი ახლავს თან“- დანა უაითი

1729618680
დანა უაითი

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის მოახლოებული ჩხუბის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრძოლა გაიმართება 26 ოქტომბერს, რომელშიც ქართველი მებრძოლი ჰავაელი მეტოქის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამარს დაიცავს.

„თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბს ერთი ძალიან ცუდი მომენტი ახლავს თან. ორივე მებრძოლი მომწონს და სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი მათგანი ოქტაგონს წაგებული დატოვებს. მაქსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, BMF-ის ქამრის მფლობელი და უბრალოდ კარგი ადამიანი.

ილია კი ნამდვილი როკვარსკვლავია.

ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. მეზიზღება იმ ფაქტზე ფიქრი, რომ ერთ-ერთი მათგანი დამარცხებული იქნება. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, წარმოდგენა არ მაქვს, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ამერიკელმა პრომოუტერმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფერია გოგო...“- ნუცა თოფურია უახლეს კადრებს გვიზიარებს

⭕ გია როინიშვილი იუბილარია - მსახიობი 60 წლის გახდა

⭕ სოფი ლორენის ქართველი რძალი და მისი რჩეული ბულგარული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა - „ჩვენი სიყვარულის ისტორია აგრძელებს მოგზაურობას“