Digest Logo

🎥 „თოვლის გუნდას მეორე სერიაში გპირდებით, რომ თოვლის გუნდა აღარ გაქრება “ - როგორ გაგრძელდება ანიმაციური ფილმი?

1737539458
ირმა კასრაძე

ანიმაციური ფილმი, თოვლის გუნდა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია, გაგრძელდება და მისი მეორე სერია სულ მალე გამოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რეჟისორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ირმა კასრაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

„იმ პერიოდიდან როდესაც ეს გუნდა დამთავრდა, ჩემი ახლობლები სულ საყვედურებით მხვდებოდნენ - ეს რა გადაიღეთ ბავშვები ტირიანო. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფილმის რეჟისორი იყო გოგი კასრაძე მამაჩემი, უნდოდა გაგრძელება, მაგრამ ვერ მოახერხა. დედაჩემი ოპერატორი იყო და მე მაშინ მხატვრის ასისტენტი ვიყავი. ფაქტობრივად ოჯახური ანიმაციაა. ყველაფერმა მოიტანა იმის აუცილებლობა რომ მეორე სერია გადაგვეღო. მამას ოცნებაც ახდება, მაშინ არ მისცეს გადაღების საშუალება. მეორე სერიაში გუნდა არსად წავა, დარჩება ჩვენთან“, - აღნიშნა ირმა კასრაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვდგამთ ქორეოს ჩემს ახალ სიმღერაზე...“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს

⭕„მას არასდროს ვეჩხუბები, მირჩევნია წონა შევიცვალო ან კარიერა დავასრულო...“ - მერაბ დვალიშვილი ალექსანდრე თოფურიაზე

⭕„ორივე დიდებული საქართველოს შვილები იყვნენ“ - რას წერს „ლევანტეს“ ადმინისტრატორი ხავი დე ლა ოსა?