ცნობილი თურქი მსახიობის აქინ აკინოზუს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - მას რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში თავად წერს.
როგორც თურქული მედიას წერს, მსახიობის დედა ოზლემ აკინოზუ,რომელიც ასევე თურქეთის დამსახურებული მსახიობი გახლდათ, წლების განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას. ამასთან იგი ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი იყო.
„დავკარგე რწმენა. მე დავკარგე უპირობო სიყვარული, მე იმედი დავკარგე. მიზანი დავკარგე. გზა დავკარგე. ბრძოლა დავკარგე. წარსული დავკარგე. დავკარგე ოცნებები. მღელვარება დავკარგე. სახლი დავკარგე. მე დავკარგე ჩემი გმირი. ბავშვობა დავკარგე. მე დავკარგე ჩემი ანგელოზი. და დავკარგე ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარული. იმიტომ რომ დაგკარგე... ამიერიდან ცხოვრება ჩემთვის მუდამ მწარე და არასრული იქნება...“, - წერს მსახიობის შვილი აქინ აკინოზუ.
ცნობისთვის, მსახიობი აქინ აქინოზუს ბევრ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალრეიტინგული მსახიობი გახდა მას შემდეგ, რაც სერიალ „თავქარიანში“ მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ სერიალიდან შეიყვარა იგი ქართველმა მაყურებელმა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: