Digest Logo

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით ფერაძე დანაშაულს აღიარებს

1729662318
 ნატა ტალიკიშვილი

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია „ლელოს“ საპარლამენტო სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე დააკავეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, „ლელოს“ დეპუტატობის კანდიდატმა ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ნატა ტალიკიშვილს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა.

„რუსთავი 2“-ისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ +18 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი გამოიყენეთ ეს დღე, რადგან წარმატება თქვენ მხარესაა“ - 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

წყარო: rustavi2.ge