Digest Logo

„ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის“ - რას ამბობს ექიმი ვერაზე სროლის შედეგად დაღუპულ არასრულწლოვანზე

1784784893
 ირაკლი ფირცხალეიშვილი

თბილისში, 22 ივლისს მომხდარი სროლის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, სამი პირი კი დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი ოთხი ადამიანიდან ერთი გამვლელი ქალია. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში დაიღუპა.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილი თქმით, ცეცხლნასროლი ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

„მოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა კაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის. რით იყო მიყენებული ჭრილობა, სად და ა.შ. სამედიცინო ექსპერტის მერე იქნება დასკვნა“, - აცხადებს ექიმი.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს - დაცხრილულია მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას დაზიანებები მიიღო ბრალდებულმა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის აგვისტო განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი თვე იქნება

„შესაძლებელია სირთულეები მგზავრობისას, შეფერხებები, დაბრკოლებები“ - 23 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ივლისს საქართველოში

წყარო: rustavi2.ge