Digest Logo

ცაგერში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა

1722068326
ნაჯახი

ლეჩხუმში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა.  მკვლელობის მოტივი უცნობია.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას - 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ბ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქალაქ ფოთს სიმღერა მიუძღვნეს - „მალთაყვაში მაიამის „პონტი“

🎥 ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილი ანნასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

„ვგიჟდები ისე მიყვარს ეს გოგო“ - ნუცა ბუზალაძე დედამისის კადრებს გვიზიარებს