ეზოტერიკოსმა და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და მის მიმართ კრიტიკასა და ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი ვერ ეგუება იმას, რომ ის საქართველოში ერთ-ერთ ეგზორცისტად მიიჩნევა და ადამიანებს სხვადასხვა „მეტაფიზიკური არსებებისგან“ გათავისუფლებაში ეხმარება.
გოგა მანიას თქმით, ბოლო დღეებში მასზე „ძალიან ძლიერი ენერგეტიკული დარტყმა“ განხორციელდა საქართველოს ტერიტორიიდან, რის შედეგადაც გარკვეული პერიოდი ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.
ვიდეომიმართვაში მან ასევე ისაუბრა წინასწარმეტყველებების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ თემით ცნობადობის მოპოვება არასოდეს ყოფილა მისი მიზანი. მანიას თქმით, მის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდისა და ღონისძიებების ფარგლებში მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერა, მისი შეფასებით, ნაკლები აღმოჩნდა.
„ძალიან ბევრი თქვენგანი ვერ მპატიობს იმას, რომ მე არ ვარ მოხუცი და ვარ საქართველოში ერთ-ერთი ეგზორცისტი, ვინც სხვადასხვა მეტაფიზიკური არსებებისგან თავის დაღწევაში ეხმარება. ვარ ძალიან კეთილი და ბევრ ადამიანს ვეხმარები, და ეს იციან იმათმა, ვინც მიცნობს. გარე პირებზე მაქვს საუბარი, მოგდით ცოტა ზედმეტი ჩემთან მიმართებაში. გავიწყდებათ, რომ ვარ ეზოტერიკოსი და შემიძლია თქვენი ენერგიის დაბლოკვაც.
არც ერთმა თქვენგანმა არ თქვათ, რომ არსებობს „თეთრი მაგი“. მაგიას ფერი არ გააჩნია. მე, რასაც განვიხილავ საკუთარ თავთან, ზუსტად ისე ვსაუბრობ თქვენთან. კეთილი მაგი არ არსებობს, ამაზე შევთანხმდეთ. ადამიანში რასაც გააღვიძებთ, მიიღებთ ზუსტად იმას. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ხილვები აქვს. მაგრამ, როდესაც თქვენ ბურთს თამაშობდით ეზოში, მე მეორე კლასში ვეფხისტყაოსანი ვიცოდი ზეპირად, 6–7 წლის ასაკში ხელში საწერ კალამი მეჭირა და ვთამაშობდი მეტაფიზიკურ არსებებთან. უბრალოდ, მაშინ არ ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა ეს სწორად.
მთელი ცხოვრება ამ ენერგიებს გავექეცი და 30 წლის ასაკში ეს ყველაფერი მივიღე. დაახლოებით 6 დღის წინ ჩემზე განხორციელდა ძალიან დიდი ენერგეტიკული დარტყმა საქართველოს ტერიტორიიდან. წამერთვა სრული, ნახევარი მხარე სხეულის. მიუხედავად ამისა, ნემსებით და წამლებით ვიდექი ფეხზე, და ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ეს იცის.
ძალიან ბევრს უნდა, რომ ჩემი წინასწარმეტყველებების წიგნაკი ჩაუვარდეს ხელში - ვერ მოგართვით! დავიწყე წინასწარმეტყველებები, და გამოჩნდა ძალიან ბევრი ე.წ. ეზოტერიკოსი. სანამ საკუთარ თავს წინასწარმეტყველს დაუძახებთ, იცოდეთ, ეს არის მძიმე ჯვარი. მანამდე უნდა ცხოვრობდეთ მარტო, და არანაირი მეორე ნახევარი არ უნდა გყავდეთ.
350 ათასი გამომწერი მყავს ყველა პლატფორმაზე. ძალიან ბევრი მშობლები, თურმე ამბობენ: „რატომ უვლის თავს, რას დაემსგავსაო?“ - სხეული არის სულის ტაძარი. მშობლებო, ამბიციები მაწუხებს თუ არა? დიახ, რადგან საკუთარი თავი ვაჩუქე ამ საქმეს. რამდენი ხართ, თქვენი შვილები რომ დააზიანეთ თქვენივე სიტყვებით? დაფიქრდით.
ყველაფერი გგონიათ ჯადო და მაგია. სიტყვებს აქვს უდიდესი ძალა: „კაპიკად არ ვარგიხარ“, „ნახეთ, მეზობელი რას მიაღწია?“, ადამიანებს მოსმენა სჭირდებათ. ჩემი წინასწარმეტყველება არ ყოფილა ცნობადობისთვის.
გავაკეთე ფონდი, ჩავატარე საქველმოქმედო კონცერტი, დაიხარჯა უდიდესი თანხები, 18 მომღერალი მონაწილეობდა, „კავეაში“ შედგა დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, დავდე ანგარიშები - სად იყავით მაშინ? ხომ სიკეთეზეა საუბარი? 100 000 ლარს გასცდა ხარჯები - და იცით, რამდენი შემოვიდა? გითხრათ? 1 200 ლარამდე. ვინც რეალურად აკეთებს სიკეთეს, იმას არ აფასებთ. აფასებთ იმას, ვინც გატყუებთ.
ჩემი ავარია, ისიც, დარტყმის შედეგი იყო. რომ იცოდით, რასთან გაქვთ შეხება ჩემი სახით, ამდენს არ გაბედავდით. გეუბნებით კიდევ ერთხელ: ბევრი თქვენგანი არ მიცნობს და მხედავს ისე, როგორც გსურთ, მაგრამ რასაც გააღვიძებთ ადამიანში, იმას მიიღებთ ზუსტად.
მე ამ სამყაროში არ მოვსულვარ იმიტომ, რომ ვინმეს მოვეწონო, არამედ იმიტომ, რომ ჩემი ვალდებულებები მაქვს შესასრულებელი.
თუ ერთ ჰაერს ვსუნთქავთ, არც თქვენ ხართ ჩემზე მეტი და არც მე თქვენზე. პური მეპურემ უნდა აცხოს საცხობში. სანამ ერთმანეთის შეგვშურდება, არ გვეშველება არაფერი.
ჩემთან კონსულტაციაზე, რასაც ვეუბნები დედას ის არ იცის შვილმა და რასაც ვეუბნები შვილს, ის არ იცის დედამ. რადგან ეზოტერიკა ზუსტად ნიშნავს - დაფარულს!“,- ამბობს გოგა მანია ვიდეო მიმართვაში.