Digest Logo

„წარმოდგენა არ მაქვს როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი, ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო...“ - „იმედის კვირის“ ოპერატორის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

1738905775
მიშო ბიძინაშვილი

„იმედის კვირის“ ოპერატორის, მიშო ბიძინაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან 1 წელი გავიდა.

მიშო უბედური შემთხვევის დროს სოფელ ასურეთთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის საჰაერო ბურთში იმყოფებოდა, რომლითაც მფრინავებს ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ.

მიშო ბიძინაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. 

იგი 22 წლის იყო, როცა „იმედის კვირის“ გუნდს შემოუერთდა და 32 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ მზად იყოს საჰაერო ბურთით საქართველოსთვის გადაეფრინა.

დაღუპვიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე ნომინაციაში „სარისკო კადრი“ გამარჯვებულად სწორედ მიშო ბიძინაშვილი დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია ბათუმში გაიმართა. მიშოსთვის დაწესებული პრიზი მის ოჯახს გადაეცა.

უბედური შემთხვევა სოფელ ასურეთის მიმდებარედ 2024 წლის 7 თებერვალს მოხდა. საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტრაგედიას მიშოსთან ერთად ხომალდის მეთაური და პირველი მფრინავი, საქართველოს სამგზის რეკორდსმენი, 19-წლიანი სტაჟის მქონე რევაზ უთურგაური ემსხვერპლა. ის ასევე „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო. ასევე დაიღუპა ფრენის 13-წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელი ჰაერნაოსანი კშიშტოფ ზააპარტი. საჰაერო ბურთით ფრენაში ზააპარტი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. მას 3 500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა ნაფრენი.

„წარმოდგენა არ მაქვს როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო თუნდაც ერთი გაღიმებით, ერთი ჩახუტებით, რა საოცრებაა ვისაც მართლა ესმის შენი, ვინც გრძნობს შენი გულის ამინდებს, საჭირო დროს რომ შენს გვერდით აღმოჩნდებოდა, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებდა, კეთილი თვალებით სითბოს და სინათლეს რომ ასხივებდა, ჩემი გამზევება რომ შეეძლო, სიკეთისფერი ადამიანი რომ იყო და ბედნიერება მოჰქონდა.. აი სწორედ ასეთი იყავი ჩემო მიშო 
ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“, - წერდა მისი მეუღლე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სული ავივსე არაფრით... ჩამოვიშალე მკერდიდან ბრილიანტების აცმა...“ - ელდინო საღარაძის არაჩვეულებრივი შესრულება

⭕„მოხმარება იწვევს სერიოზულ და შეუქცევად დაზიანებას, რაც შეიძლება ახალგაზრდებში გავრცელებული ახალი ეპიდემია გახდეს...“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

🎥 „მეტროში და ავტობუსში დაუბანლობის სუნი წაგიღებთ...“ - რა ვიდეოს ავრცელებს მომღერალი მაია ბარათაშვილი?