Digest Logo

„წავიდა... ცოტა შემხვედრია ვისაც ასე უყვარდა ადამიანი და ენდობოდა მათ, მზე უყვარდა და მზესავით გვათბობდა“ - ნიკოლოზ წულუკიძე მანანა მენაბდეზე

1756794663
ნიკოლოზ წულუკიძე

76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

მენაბდე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ კულტურაში, როგორც მუსიკის, ისე თეატრალური ხელოვნების მიმართულებით. მისი შემოქმედება არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან და კონცერტთან არის დაკავშირებული.

მეგობრის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც მეგობარს ემოციური წერილით დაემშვიდობა:

„წავიდა... მაგრამ დატოვა დიდი გზა, იშხნელებიდან წამოსული და მარადისობამდე მისული. ცოტა შემხვედრია ვისაც ასე უყვარდა ადამიანი და ენდობოდა მათ, მზე უყვარდა და მზესავით გვათბობდა. ინოლა უყვარდა, ეთერო თათარაიძე უყვარდა, ლადო ასათიანი...

სისუფთავე და გულწრფელობა უყვარდა ადამიანშიც და ხელოვნებაშიც.

რა ბედნიერებაა, რომ ოპერის პროექტი მოვასწარით და გავაკეთეთ, თითქოს წერტილი დასვა და მოემზადა ვერაგ სენთან საბრძოლველად...

მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის და ყველა კონცერტისთვის, რომელიც ერთად გაგვიკეთებია.

ქუთაისიური საღამოებისთვის, გორის რეპეტიციებისთვის, გამოგზავნილი ნახატებისთვის, ხო კიდევ ანგელოზების ხატვა უყვარდა და მჯერა, სწორედ მათთან დაიდებს ბინას ჩემი მანანა“, - წერს ნიკოლოზ წულუკიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ოჯახი, შემოქმედებითი გზა, პირადი ტრაგედიები და სიყვარული - მანანა მენაბდეს უცნობი ამბები

გოგა მანიამ მანანა მენაბდეს გარდაცვალება რამდენიმე დღით ადრე იწინასწარმეტყველა - „დივა, მომღერალი, მსახიობი...“

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში