
სულ რაღაც 2 დღის წინ შესაბამის ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც იპოთეკური სესხის აღების წესი იცვლება.
რას ითვალისწინებს ახალი პროცედურა, რა რისკები შეიძლება წარმოიშვას და რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება უძრავი ქონების ბაზარზე? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეკონომისტმა, ფინანსისტმა ოთარ ანგურიძემ ისაუბრა:
„2 დღის წინ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ჩვენი მოსახლეობისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ყურადსაღები.
პირველი - მონეტარული პოლიტიკის ნაკვეთი დარჩა უცვლელი, 8% -ის ფარგლებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არ ელოდება გაუარესებას, ინფლაციას და ა.შ.
მეორე - აქამდე არსებული რეგულაციით პირი, რომელიც დაინტერესებული იყო იპოთეკური სესხით, მას უწევდა 15% წინასწარი შენატანი გაეკეთებინა. დღევანდელი მოცემულობით კი მსესხებელს მოუწევს შეიტანოს 10%“, - ამბობს ოთარ ანგურიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: