![ალექსანდრე თოფურია ალექსანდრე თოფურია](https://digest.ge/uploads/files/2025/02/05/64883/aleqsandre-tofuria_w_h.jpeg)
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში კოლბი თიქნესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. საინტერესოა, რომ 2022 წლის აპრილში, ქართველმა მებრძოლმა ABC.es-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ წელიწადში ის მოხვდებოდა მსოფლიო მთავარ საბრძოლო ორგანიზაციაში, მისი ძმა ილია კი იმ დროისთვის უკვე ჩემპიონი იქნებოდა.
„ჩემი მიზანი არის UFC-ში მოხვედრა და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება. ამისთვის დაახლოებით ორი წელი დამჭირდება. როდის გახდება ჩემპიონი ილია? როდესაც ქამრის მფლობელს შეხვდება. ჩემი ძმა აუცილებლად მოუგებს იმ დროისთვის არსებულ ჩემპიონს“, - განაცხადა ალექსანდრემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ არის ალექსანდრე თოფურიას რჩეული, რომლის კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო?
წყარო: lagazzetta.ge