პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გუნდი - სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთებენ მარიამს სხვადასხვა სახის ოპერაციას, ამის შესახებ ცნობილი გადაცემიდან „ნოესთან“ გახდა, სადაც მარიამ ტატანაშვილი იმყოფებოდა სტუმრად.
„გულთან ახლოს მიმაქვს თქვენი პრობლემა, რაც ჩვენ შეგვეძლება ყველაფერში დაგეხმარებით სრულიად უფასოდ.
როცა თქვენ პრობლემას დეტალურად გამოვიკვლევთ შეგვეძლება გითხრათ რას შეიძლება ველოდეთ. რა თქმა უნდა გექნება გარკვეული გაუმჯობესება და შეიძლება ისეთიც გახდეთ, როგორც აქამდე იყავით. ხვალვე შეგვიძლია დავიწყოთ“, - ამბობს ციცინო შურღაია.
ცნობისთვის, სიცოცხლით სავსე გოგონა - მარიამ ტატანაშვილი, 2021 წლის 15 იანვარს, მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა. ავარიის შედეგად მარიამმა 6 თითი და მხედველობა დაკარგა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: