Digest Logo

ცხინვალი - ვლადიკავკაზის გზა ისევ დაიკეტა

1767947839
ცხინვალი - ვლადიკავკაზის გზა

„ტრანსკამი“ - საავტომობილო გზა, რომელიც ცხინვალს რუსეთთან აკავშირებს, დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ამჟამად თოვა გრძელდება, რაც შესაბამის სამსახურებს გაწმენდითი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ აძლევს.

„ამინდის გაუარესების, თოვის, ზვავსაშიშროების გამო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „ტრანსკამი“ დაიხურა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის 9 იანვრიდან შესაბამის გადაწყვეტილებამდე“ , - განაცხადეს ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

„ტრანსკამი“ - ერთადერთი გზაა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბეწვზე გადავრჩით...“ - რა შეემთხვა რომან დოლიძეს

🎥 „სელენა“, ე.წ. მფარველი ანგელოზი ლომის ნიშანშია - ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში? მიხეილ ცაგარელის განმარტება

🔵ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია