Digest Logo

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს

1706022088
ცხოველთა მონიტორინგის

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს, რის შესახებაც სოციალურ ქსელში გვერდი პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებენ, დახურონ საჰაერო მილები.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მუხიანის პირველ მიკრორაიონში, მე-7 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს, რომლის დასახმარებლად სააგენტოს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

მაშველებმა, პირველ რიგში, ცხოველის მდებარეობა განსაზღვრეს, ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით ერთ-ერთი კედელი გამოანგრიეს და 6-საათიანი მუშაობის შემდეგ, კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

საფრთხეში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424 “,- აღნიშნულია პოსტში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რით შეივსება ეს დანაკლისი, არ მაქვს პასუხი...“- ნინო ზამბახიძე ტრაგიკულად დაღუპულ მეწარმეებზე

⭕ რა განსხვავებაა იპოთეკის ხელშეკრულებებსა და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის? - ადვოკატ მარიკა არევაძის განმარტება