
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული სამი პირი, ამასთან, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი. ესენია - რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი.
რაც შეეხება თავად მკვლელობაში ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილს, ის პატიმრობაში რჩება. გარდა ამისა, ასევე პატიმრობაში რჩებიან ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები: გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა.
ადვოკატების უმეტესობა დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
აგრეთვე წაიკითხეთ👇
🎥 როგორია ლევან ქარაზანაშვილის და ქეთი ძიგუას ოჯახური გარემო