Digest Logo

წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება

1775893931
წმინდა ცეცხლი

არსებული რეგულაციების გამო, წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება.

ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, დიდ შაბათს, ქრისტეს ხორცით საფლავად დადებას იხსენებს. დილით ადრე ტაძრებში გარდამოხსნის შემოტარების წესი, მაცხოვრის წესის აგების მსახურება შესრულდა. წირვაზე კი სასულიერო პირთა შავი შესამოსელი ფერადით იცვლება, რაც აღდგომას მოასწავებს. ტაძრებში ამ დროს იკითხება საწინასწარმეტყველოები, სადაც მესიის მოსვლაზეა ლაპარაკი. სააღდგომო ლიტურგია საღამოს 11 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი ლიტანიობა და ცისკარი იქნება.