Digest Logo

„ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა მეტყველება უჭირს“ - ახალი დეტალები ხაშურში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

1749820742
ხაშურში მომხდარი ტრაგედი

ახლობლების ინფორმაციით, 5 ივნისს, ხაშურში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც ახლობლებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ქალს გუშინ საღამოს ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა, მეტყველება და კომუნიკაციის სხვა უნარები ჯერჯერობით კვლავ შეზღუდული აქვს, შესაბამისად, მკურნალობა კვლავ უგრძელდება.

ქალს მკურნალობა ჯერ ხაშურში უტარდებოდა, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

შეგახსენებთ, შემთხვევა ხაშურში 5 ივნისს მოხდა. სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ დრომდე ინტოქსიკაცია განიხილება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი საცურაო კოსტიუმები არის მოდაში 2025 წელს?

⭕„ცეცხლი ქალი...“ - მანუ მურღულია პიკანტურ კადრებს აქვეყნებს

⭕ „გარეგანი რჯულისმიერი ღვაწლი ადამიანს არ გადაარჩენს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.interpressnews.ge