თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა, ვარკეთილში მოხდა.
დაღუპულები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ წყვილი გასულ წელს დაოჯახდა.
„ორი ახალგაზრდა სიცოცხლე...
სიტყვები უძლურია ამ ტკივილის წინაშე...
ვიზიარებ ამ უმძიმეს ტრაგედიას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილთა ოჯახების, მეგობრების და ახლობლების მიმართ.
სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.... გასულ წელს შექმნეს ოჯახი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო 28 წლის კაცი, რომელიც გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაიღუპა
⭕თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვაა