Digest Logo

ვინ იყო 28 წლის კაცი, რომელიც გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაიღუპა

1775296054
რუსლან ძებისაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს,  ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა - ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული, 28 წლის რუსლან ძებისაშვილია

ძებისაშვილი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის მკვიდრია. მისი ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

როგორც მამამ, შალვა ძებისაშვილმა, „მთავარ ამბებს კახეთიდან“ უთხრა, მისი შვილი ძირითადად, დღიურ სამუშაოებს ასრულებდა. სეზონურად კი სამაცივრე მეურნეობიდან ატამი გამოჰქონდა და გურჯაანში მოქალაქეებს ურიგებდა. რამ გამოიწვია ნგრევა, მამა ამბობს, რომ დეტალები მისთვის უცნობია.

ინციდენტის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც მიღებული დაზიანებებით, 112-ის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვაა

„ურთიერთობები სერიოზულ გამოცდას გადის და უფრო მყარდება, საიმედოობა შენი შარმია“ - 4 აპრილის კოსმოსური ამბები

როგორ შევამციროთ ინსულტის რისკი ბუნებრივი გზებით - რჩევები