Digest Logo

ცნობილია, რა ცვლილებები შეეხებათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან

1675326726
ტაქსი - ტაქსი

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ - ამის შესახებ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა საავტობუსო ზოლში გადასვლა და იქიდან მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეძლონ.

„პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადავიდნენ, გააჩერონ, აიყვანონ მგზავრი ან ჩამოსვან. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, თეთრი ფერის,შესაბამისი მანიშნებლით აღჭურვილი ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.