Digest Logo

ცნობილია, როდის აღდგება გაზმომარაგება სრულად - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

1739339875
თბილისი ენერჯი

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება 12 თებერვლის დილის 8:00 საათიდან განახლდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვაკეში გაზის მიწოდება სრულად აღდგება 15:00 საათზე, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე.

„ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება ხვალ, დილის 8 საათიდან და სრულად აღდგება ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე.

ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე-დიღომი. ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი. საბურთალო-ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გვიან ღამე ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება.

თბილისი ენერჯი გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕წვიმა და თოვლი… - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

⭕„სახლი სხვა სახლად გადავაქციეთ, ახლა მართლა ყველაფერი აქვთ და რაც დასჭირდებათ, ამათთვის ეს ნამდვილი სასწაულია და მადლობა ადამიანებო“ - აკა სინჯიკაშვილი