Digest Logo

ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ გიორგი ნემსაძეს

1792658722
გიორგი ნემსაძე

2026 წლის 21 ოქტომბერს ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი მეუღლე რუსუდან ჩირგაძე სოციალურ ქსელში ლეგენდარული ფეხბურთელის დაკრძალვაზე ინფორმაციას ავრცელებს - გიორგი ნემსაძეს, შაბათს, 24 ოქტომბერს დაკრძლავენ:

„გია 💔💔

პანაშვიდი: ხუთშაბათი, პარასკევი.

გასვენება: შაბათი.

მისამართი: ვაკე, ატენის ქ. 18ბ, სართული 6“, - წერს რუსუდან ჩირგაძე.

გიორგი ნემსაძემ  1992–2004 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა.

კარიერა დაიწყო და დაასრულა თბილისის „დინამოში“. ასევე თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია.

იგი თამაშობდა გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოფერში“ და იტალიურ „რეჯანაში“. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც კაპიტანი იყო და 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ გვეშინია ხელოვნური ინტელექტის და რა როლი ექნება ადამიანს მომავალში - ფსიქოთერაპევტ მაგდა კოტრიკაძის განმარტება

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, ქორწილი, სარემონტო სამუშაოები“ - 22 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕„ყურადღება მიაქციე ფინანსებს, ინვესტიციებსა და საერთო რესურსებს“ - 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕