Digest Logo

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ მამა თეიმურაზ ქორიძეს

1724252506
თეიმურაზ ქორიძე

დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა.

მას  შაბათს, 24 აგვისტოს, 14:00 საათზე, წმინდა დოდო გარეჯელი სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„22 აგვისტოს, დილით, მღვდელ თეიმურაზს გადაასვენებენ თბილისიდან სოფელ დიდ ჩაილურში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ხოლო 23 აგვისტოს, დილით, სოფელ ჩაილურიდან - ქ. საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში.

პანაშვიდი:

22 აგვისტოს - სოფელ დიდ ჩაილურში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი),
23-24 აგვისტოს - საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში.
მისამართი: ქალაქი საგარეჯო, ბარათაშვილის ქუჩა N23.

დაკრძალვა: შაბათს, 24 აგვისტოს, 14:00 საათზე, წმინდა დოდო გარეჯელი სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.