ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეხუთე ტური გაიმართა.
აუტსაიდერები ჯადოქრის და დრაკონის კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა ჯადოქარს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის მანანა მენაბდეს ჰქონდა მორგებული.
„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წარმატებები ჩვენს ბიჭებს და მადლობა ყველაფრისთვის“ - რა ფოტოს აქვეყნებს ცოტნე ივანიშვილი