გავრცელებული ცნობით, კუს ტბაზე ნაპოვნია ცხედარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეკუთვნის. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გიორგი გახელაძის მეუღლემ ირმა მალაციძემ გაავრცელა.
ქართველი მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და პოეტი ცირა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ სამწუხარო ამბავს ეხმაურება და პროფესორ გიორგი გახელაძეს იხსენებს.
„2017 წლის თებერვალი. ილიაუნში, ლიგამუსის აივანზე მე და ჩემს სტუდენტებს „პოეზიის აფთიაქის“ პერფორმანსი გვქონდა. გიო ყავას სვამდა და რომ დაგვინახა, მოვიდა და ჩაერთო ჩვენს ამბებში. ძალიან ბედნიერი დღე იყო.
მშვიდობით, მეგობარო წარმოუდგენელი ამბის მოწმეები ვართ. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მთელს ქალაქს და მთელს ქვეყანას. ყველა ნაცნობს და ყველა უცნობს, ვინც ეს ღამეები თეთრად გაათენა“, - წერს ცირა ბარბაქაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“ - ირმა მალაციძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
⭕თბილისში 39 წლის ლევან ახალკაციშვილს ეძებენ
🎥 სანადირო თოფით მოკლული ცოლი და სიდედრი - ფირაშვილის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი